რეზონანსი
26.01.2021

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები ქვეყანაში პირველი თებერვლიდან აღდგება, ტურისტული სეზონის სრულყოფილად აღდგენა გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ვაქცინაცია სრულყოფილად ექნება გაკეთებული, ქვეყანაში შემოსვლას შეუფერხებლად შეძლებს. მისივე თქმით, შემოსვლის რეჟიმის შესახებ სრულყოფილი და დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

"ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია და უსაფრთხო.

არ გვაქვს არავის ილუზია და არც ტურისტულ სექტორს, რომ პირველი თებერვლიდან, ფრენების გახსნის შემდეგ სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება და ტურისტული სეზონი. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და ვაქცინაციის ტემპებიდან გამომდინარე, უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ვისარგებლოთ ამითი.

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები სრულიად დაშვებულია, ახლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს ვაქცინაცია სრულყოფილად გავლილი და ეს არის მთელი ციკლი, ორი ინექცია გაკეთებული, შესაბამისი ცნობით, შეუფერხებლად შემოვა საქართველოში, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში გავახმოვანებთ.

სწორედ ამ ქვეყნებზე ვაკეთებთ გათვლას. ეს არის ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ეს არის ევროკავშირი, სადაც ტემპს იკრებს ვაქცინაცია და რეგიონიც. ტუროპერატორებთან ერთად გავივლით, თუ რა პრობლემა შეიძლება იყოს - ტრანსპორტირების საკითხიც შეიძლება ორგანიზებულად მოგვარდეს, თუ ისინი აჭარაში წავლენ, თუმცა, შეიძლება ისინი თბილისშიც გაჩერდნენ, რადგან სასტუმროები თბლისში არ დაკეტილა, სასტუმროებში არსებული რესტორნები რეგულაციების დაცვით მუშაობს. თუმცა, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ, პირველ რიგში, აჭარამ, როგორც მწვანე რეგიონმა, უმასპინძლოს მათ,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ia   (27.01.2021)
60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა - ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა,_შე თხავ, იმ 40% ვინც დაავადდა ისე შემოუშვებ საზღვარზე?ამიტომ ხართ გასაყრელები უვიცებო.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )