რეზონანსი
26.01.2021

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციამ დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებას ქვეყანაში პარლამენტარიზმის გადარჩენის შანსი მისცა.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ოპოზიცია მმართველ გუნდს კრიზისიდან გამოსვლის გზას სთავაზობს.

„ამ განცხადებით ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით „ქართულ ოცნებას“ მოწოდების გზით, რომ ვცადოთ და გადავარჩინოთ პარლამენტარიზმი ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ერთპარტიული პარლამენტი არის ძალიან ცუდი, ოღონდ ეს არის შედეგი გაყალბებული არჩევნების. ჩვენ ვთავაზობთ გზას, აქედან როგორ გამოვიდეთ და თუ ამაზე პასუხი არ იქნება და ალბათ, არ იქნება იმიტომ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იმეორებენ, რომ არ აპირებენ დათმობას ამ საკითხზე, ასეთ შემთხვევაში სრულად უნდა შედგეს და გაფორმდეს ერთპარტიული პარლამენტი. ერთ-ორ ადამიანს შეიყვანენ თუ არა, ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი გავლენის მომხდენია საბოლოო ეფექტზე, რომელიც არის ის, რომ ამ პარლამენტში არ იქნება არცერთი მთავარი ოპოზიციური ძალა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას" მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (27.01.2021)
ოჰ,ოცნებავ,დაუთმე,ჩაატარებინე ახალი არჩევნები და ნახავენ 5 % შედეგს.მტყუანს ბოლომდე ჩაჰყევი,გთხოვ!

ბათუმელი   (27.01.2021)
ამ დებილებს მთელი მსოფლიო განუმარტავს რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა,მაგრამ მის პოზიციას აწვებიან რადგან ისინი,ბურჯანაძე და სხვა გაფარჩაკებული ვაიპოლიტიკოსები ვერ მოხდენ პარლამენტში და ასევე იციან შემდგომშიც ვერასოდეს ვერ მოხდებიან პარლამენტში.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )