რეზონანსი
26.01.2021

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ფორმულას გადაცემა “პოლიტმეტრში” რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა “პოლიტმეტრში” დასძინა, როგორც პოლიტიკოსი, არ დაუშვებს ისე მოექცნენ ვინმეს, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აკეთებდნე ყოფილი ხელისუფლებეის წარმომადგენლების მიმართ.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ჩემი აზრებისგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკური მოსაზრებებისა და დღის წესრიგის მქონე ადამიანებმა იცოდნენ, რომ არასდროს, მე, როგორც პოლიტიკოსი, არ დავუშვებ იმას, რომ ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცეოდნენ მაგალითად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისუფლებას ამ ქვეყანაში, ოღონდ როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები, ვინც არიან, ეს ხალხი დატოვებენ ხელისუფლებას, ზუსტად ისე ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს ვამბობ, რომ ნაგვის დაყრა არ მომწონს არავის თავზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (27.01.2021)
იმათ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი ცოცხების გამოყენებით,მაგრამ კოჰააბიტაცია მოხდა.კობახიძეს და თალაკვაძეს მსგავსი დანაშაული არ ჩაუდენიათ!

ბათუმელი   (27.01.2021)
ვაი თქვენს პატრონს,კიდევ ვერ ხდებით თქვენი როგორც პოლიტიკოსების საქმიანობა დასრულდა.ივანიშვილმა საბოლაოდ დაგასამარდ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )