რეზონანსი
27.01.2021

 ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს მივეცით საშუალება, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ასევე კალაძემ, ვიცე-მერს ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება დაავალა.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში, დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურეობის გაწევის ერთ-ერთ პირობას სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად, სავალდებულო ტექინსპექტირება წარმოადგენს. ტექდათვალიერება სავალდებულოა იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ამ სერვისს ეწევა.

მინდა ვაცნობო ამ პირებს, რომ ტექდათვალიერების არ გავლა, ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს. ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს მივეცით საშუალება, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )