რეზონანსი
27.01.2021

ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი - თუკი აგრძელებენ საბოტაჟს, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ, კერძოდ, საუბრობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და ცუდი იქნება თუ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რითაც მანდატების დათმობის თაობაზე მათ მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. როგორც მან აღნიშნა, თუკი ოპოზიცია გადაწყვეტილებას შეცვლის და პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს, მაშინ შესაძლოა, სხვა მოცემულობის წინაშე დადგნენ.

„თქვენ იცით, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ საკითხის განხილვა დაიწყო და მე ვისურვებდი, რომ ამ პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ ეს პირები, ვინც დაწერეს განცხადება და ითხოვენ უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთი მხრივ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ საპარლამენტო ცხოვრების წესებს არ ვცემთ პატივს, არ ვცემთ პატივს ამომრჩევლებს, საინტერესოა, ასეთი საბოტაჟის რეჟიმი რამდენად წაადგება ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც არჩეულნი არიან მათი მხარდამჭერების მიერ, მოვიდნენ და მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, იქ გამოჩნდებოდა მათ რა პოზიცია ექნებოდათ.

ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, დემოკრატიის პროცესი და პრინციპები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს შესაბამისი წესების დაცვით, კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილოთ. ამიტომ ჩვენ როცა დავიწყებთ ამ საკითხის განხილვას, ყველას ექნება საკუთარი პოზიცია. თუკი საუბარია იმაზე, რომ მათ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და გადიან ამ პროცესის მიღმა, რა თქმა უნდა, უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი - აგრძელებენ საბოტაჟს და თუკი აგრძელებენ, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, მათი არჩევანია ეს, თუკი ეს ადამიანები საუბრობენ შემდგომ ცივილურ მოლაპარაკებებზე და ა.შ. ამის მიხედვით უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )