რეზონანსი
27.01.2021

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

„დღევანდელი შეხვედრა შედგა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და ძირითადი სავაჭრო ქსელების მეპატრონეებთან. ბუნებრივია, ეს არის ის ბიზნესი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასტაბით, მათ შორის თბილისშიც, ქუთაისშიც და რუსთავშიც. ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა შეეხო იმას, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ ქსელებმა, რომ ინფექციის სწრაფი გავრცელება არ დავუშვათ. ძალიან კარგად გავიხსნეთ ყველამ ის ერთკვირიანი პერიოდი წინასაახლწლოდ, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათთან ერთად იყო შემუშავებული ეპიდემიოლოგების მიერ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ამ ეტაპზეც ისე გავხსნათ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც შეთანხმებულია გახსნის პიროებბი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია შეზღუდვების ოპერირების წესის შემსუბუქება. მაგალითად, როგორც იცით, საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო საქონლის გადაცვლა. რაც უკვე 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაშვებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )