რეზონანსი
27.01.2021

ძალიან ბევრ ქალაქში და დასახლებულ პუნქტში შეგვიძლია მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება. სწორედ ეს ეტაპობრივი პროცესი არის შეზღუდვების მოხსნის დასაწყისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ეს პროცესი მაღალი მობილობის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ცოტა ხნით კიდევ გადაიდება. გვინდა შეზღუდვები მოვხნათ ისე, რომ აღარ მოგვიწიოს მათი კვლავ დაწესება.

,,ყველას კარგად გვესმის, რომ ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი არა მხოლოდ სკოლაში სწავლა, არამედ თანატოლებთან ურთიერთობა, გვინდა მათი დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში სტრესის გარეშე, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის ამასთან დაკავშირებული საფრთხეები. სამწუხაროდ, იმ ქალაქებშიც კი, სადაც ჩვენ სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში არ შეგვიწყვიტავს ბევრ სკოლას იძულებით მოუწია შემდგომში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შესაბამისად, სწავლის პროცესის ნორმალურ რეჟიმში გასაგრძელებლად, სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბიძინა   (28.01.2021)
დედაკაცო გამოაცხვე ხაჭაპურუ იმერული თუ იცი :) რეზონანსის რედაქციას დიდი მოკითხვა :) შარვალს ნუ ისვრით ნუ გეშინიათ თავიდუფლების .......ნუ შლით ჩემს კომენტარებს.... დედაკაცი სახლშია გასაშვები....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )