რეზონანსი
27.01.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 543 ადამიანს, მათგან 54-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 248 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ორი კოვიდინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი – სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი კოვიდინფიცირებული კი – რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 355 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 167 პაციენტი გარდაიცვალა, 9 467 კი, გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )