რეზონანსი
28.01.2021

ექიმი, ინფექციონისტი, არჩილ ჯალაღონია წერს, რომ საქართველოში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია, რის გამოც წერტილოვანი შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

„ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას.

თუ გავითვალოსწინებთ იმას, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა გადაცდა 250 ათას და რეალური მინიმუმ 4-ჯერ მეტია, გამოდის 3 მილიონიან ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია.

ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდაა უკვე: გვყავს მოსახლეობის 30% ინფექცია გადატანილი და იმუნიზირებული, საწოლფონდი განთავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი და ინფექციასთან ნაბრძოლი ფილტვებით, მოდის გაზაფხული, ვაქცინაცია, ვისწავლეთ ნიღბის ტარება და ნიღაბი არ ღირს ლარნახევარი და სხვა მრავალი…

ეპიდემიის დროს კონტროლის დაკარგვა და ქაოსი კრახია, ასეთ ვითარებაში ლოკდაუნი გამართლებულია, მაგრამ უკვე სხვა მოცემულობაა, გვაქვს მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. ვფიქრობ, ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მაინც ასე მგონია.

ყველაფერს აქვს მიზეზი, მოქმედება და მოქმედების დასასრული. ახლა როცა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია ჩვენს სასარგებლოდ და მიკროსამყაროს წარმომადგენლები მკვეთრად უკან იხევენ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში გადაყვანა და მოიხსნას შეზღუდვები. უნდა მოხდეს კოვიდ19 ტიპის სოციალური ყოფიდან, ახალ რესოციალურ სივრცეში გადასვლა.

დროა მოიხსნას შეზღუდვები და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუთვალისწიმებელი რისკებისაგნ თავდასაცავად შენარჩუნდეს წესები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას და საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის მოხმარებას“, - წერს ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )