რეზონანსი
28.01.2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახსნას უძებნის თუ რატომ არ გაიზარდა ახალი წლის დღეებში ინფიცირებულთა რიცხვი:

"ეს მგონი აღარავის ახსოვს! 24 დეკემბერს ჩვენ უკვე გვქონდა ე.წ. „ფხაკაძის პირბადე“ და პირბადის ფასის ჩამოწევა შევძელით 20 თეთრამდე. მოსახლეობამ შეძლო სამედიცინო პირბადის ყიდვა, იმ ერთადერთი პირბადის, რომელიც ვირუსისგან რეალურად გვიცავს, უამრავი ნახვა ქონდა ჩემ ვიდეოებს და მგონი, მოვახერხე ყველასთვის მიმეწვდინა ხმა, რომ მხოლოდ სამედიცინო პირბადე უნდა გამოვიყენოთ. სხვა პირბადე არ გვიცავს, კიდევ გავიმეორებ და ისევ ველოდები, რომ აიკრძალოს იმ პირბადეების გამოყენება პანდემიის საწინააღმდეგოდ, რომელიც არ იცავს რეალურად ადამიანს. 

აი, ამიტომ არ გვქონდა ამ დღეების ეფექტი, ადამიანებმა შეძლეს პირბადის ყიდვა! ეს იყო სულ! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფრის გახნა შეიძლება, ტრანსპორტის, სკოლების, ფიტნეს დარბაზების – ყველაფრის, თუ პირბადეს გავიკეთებთ, დისტანციას დავიცავთ და ჰიგიენას", - განაცხადა ფხაკაძემ.

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (28.01.2021)
მოსახლეობას კი არა მაღაზიაშიც აღარ უკეთიათ ნიღბები,ყველა რა განდიდების მანიითაა შეპყრობილი.ერთადერთმა თქვა ვიღაცამ მარტო რომ იმუნიტეტი ჩამოყალიბდა და იმიტომ დაიკლო,დანარჩენი საგულდაგულოდ მალავენ ამ ფაქტს,მაგრამ ეს საქართველოა მოსახლეობის საკმაიდ დიდ ნაწილს აქვს სამედიცინო განათლება,ამ ფაქტმა გვიშველა,ეგეც გეთქვათ ბარემ,სწორედ ამიტომ თქვენ არ ამბობთ ეს არ ნიშნავს ჩვენ არ ვიცით რატომ შემცირდა.

xxx   (28.01.2021)
ვაქცინა,ვაქცინა, ვაქცინა, აი რა გვჭირდება ყველაზე მეტად, როდესაც ვაქცინაცია ჩატარდება, მერე შეიძლება ყველაფრის გახსნა და ამისთვის უნდა იმუშაოს მთავრობამ...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )