რეზონანსი
28.01.2021

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დღეის მონაცემებით, შესაძლებელია იმის თქმა, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ეკონომიკის გახსნა დაიწყოს. პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებებში უნდა აღდგეს სწავლა.

"აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს, როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. 

დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 000 აღებული ტესტიდან დადებითი არის მხოლოდ 723, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი ციფრია, თუმცა ის უკვე მიუახლოვდა 4%-ს. 4 პროცენტი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დავიწყოთ, ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მივცეთ ჩვენ ბავშვებს კლასებში დაიწყონ სწავლა," - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )