რეზონანსი
28.01.2021

ბათუმში, ახალ ელექტროავტობუსებში ​მგზავრთა თერმოსკრინინგი განხორციელდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი სპეციალური აპარატებით, ავტომატურად მოხდება.

„ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი. ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები. მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება", - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას პირველი თებერვლიდან განაახლებს. ბათუმის მერია მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის დროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )