რეზონანსი
28.01.2021

ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე" განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის სხვა გზა, გარდა შეზღუდვების, ასევე აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა, არ არსებობს.

როგოც იმნაძემ გადაცემაში სტუმრად ყოფნისას აღნიშნა, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საკმარისი არ არის.

„უცხოურ ოფიციალურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, როგორ გამკაცრდა ზომები. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დღეს, იმისთვის, რომ ვითარება ვაკონტროლოთ, სამწუხაროდ, სხვა გზა, გარდა შეზღუდვებისა, რომლებიც არის დაწესებული, არ არსებობს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ პირბადისა და დისტანციის დაცვასთან ერთად.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. საერთაშორისო შეფასებებით საქართველოში 72 პროცენტზე არის ასული უნივარსალური პირბადის სწორი მოხმარება. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ კატასტროფული მატება არ იქნება. რატომღაც, ძალაინ ბევრს უკვე დაავიწყდა, ორი თვის წინ რა ხდებოდა საქართველოში. ვიმეორებ, მთავარი და ძირითადი შეზღუდვების მოხსნის პერიოდში იქნება პირბადეების ტარების კიდევ უფრო მომატება. თუ ამას არ მივეჩვიეთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )