რეზონანსი
28.01.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე" განაცხადა:

„დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მაინც ქვეყანაში ვაქცინა იქნება. იცით, რომ იგივე „კოვაქსის" პლატფორმას აქვს ხელშეკრულება „ფაიზერთან" და „ბიოენტექთან". ვაქცინის შესახებ, რომელსაც მინუს 70 გრადუსზე უნდა შენახვა, შეთანხმება მიღწეულია. იმედი გვაქვს, „ფაიზერის" და „ბიონეტექის" ვაქცინას ჩვენ თებერვლის მეორე ნახევარში მივიღებთ. ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ყველაზე მაღალი რისკის ადამიანების, ჩემი კოლეგების, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან, ვაქცინაცია დაიწყოს.

მთავარი და ძირითადი მაინც იქნება, რომ რამენაირად მოვახერხოთ, ვაქცინაციით მოცვა იყოს ძალიან მაღალი. ეს უკვე ზაფხულის ან შემოდგომის პერიოდში იქნება. რათა მომავალ ზამთარს (ეს ვირუსი სეზონურობას აჩვენებს) მომზადებული შევხვდეთ, მოსახლეობის უმრავლესობა, 60 პროცენტი ვაქცინირებული იყოს. ეს თავის მხრივ, მოგვცემს საშუალებას, რომ არ იყოს შეზღუდვები ქვეყანაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
irakli   (28.01.2021)
Es zamtari xom moagcaret tqveni ......


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )