რეზონანსი
28.01.2021

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ 3 პატიმრის: გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩავას გათავისუფლების გარეშე, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების საკითხი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის თაობაზე შედეგს ვერ გამოიღებს.

„შეუძლებელია ვიცხოვროთ ისეთ რეჟიმში, როდესაც ხელისუფლება ტყვეებით ვაჭრობს."- განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოუშვან ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი და გიორგი რურუა.

„ეს ის სამი პოლიტპატიმარია, რომლებიც ამ პოლიტიკურ ციკლში არიან აბსოლუტურად ცალსახად ჩამოყალიბებული, აღიარებული პოლიტიკური პატიმრები." - განაცხადა ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )