რეზონანსი
28.01.2021

ე.წ. დავით-გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ მიხეილ სადრაძემ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთი ღონიძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონიძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასამართლოსთვის" - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, დადგენილია დანაშაულის მოტივი და გამოძიება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. „აქედან გამომდინარე, ბრალდებულები განაჩენს დაელოდებიან გარეთ" - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )