რეზონანსი
22.02.2021

ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს , - ამის შესახებ „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთ არის „უდიდესი მორალური უპირატესობა“.

„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა, რომელიც არის ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ“, - აცხადებს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას.

„ძალიან მარტივია პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და კატეგორიულად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. ჩვენთან, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან, არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის, ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ გვსურს განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი “,- აცხადებს დეკანოიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ხატიას   (22.02.2021)
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რომ გსურდეთ ახლა პარლამენტში იქნებოდით!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )