რეზონანსი
22.02.2021

წარმოუდგენელია იმაზე მეტად ან იმაზე მეტი ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციისკენ, ქმედითს ვგულისხმობ, რაც ჩვენ გავაკეთეთ,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ალეკო ელისაშვილს განცხადებას.

„მათ მოთხოვნა დააყენეს, როდესაც თქვენ მათთან ერთად იყავით ქუჩის აქციებზე და ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამაზეც კი დავეთანხმეთ ერთი პატიოსანი დათქმით – რომ მობრძანდით იმ საშუალებით, რასაც კომისია აძლევთ, გამოიძიეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 1%-იანი გადახრა იქნება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, კი ბატონო, ესეც ჩავატაროთ. ამის იქით, ფიზიკურად ნაბიჯი არ არსებობს. „ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა ამ მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მაგიდის აყირავებას ყოველთვის ოპოზიცია ცდილობდა.

„ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით სხვაგან – იქ, სადაც არიან დღეს, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით და კონკრეტული მოქმედებებით, მათ შორის, მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარის კონკრეტული მოქმედებებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ჩააყენოს იმ მდგომარეობაში, რომ სხვა გამოსავალი არ იყოს გარდა იმისა, რომ თავის თავი დაიჭიროს ნიკა მელიამ“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )