რეზონანსი
22.02.2021

„ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა. თქვენ ჩვენზე უფრო კარგად იცით, იმიტომ რომ იქ იყავით. ყოველთვის ისინი ცდილობდნენ, ეს მაგიდა არათუ აეყირავებინათ, იქამდე არ მისულიყვნენ რეალურად, ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით იყვნენ სხვაგან, იქ, სადაც არიან დღეს, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ბატონო ალეკო, თქვენ დღეს როდესაც გამობრძანდით თქვით, რომ სამ რამეს ისურვებდით. სამივეზე მინდა პასუხი გაგცეთ. პირველი ეს იყო ნაბიჯი ოპოზიციისკენ. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ყველაზე აბსტრაქტული ლოგიკიდან, ფაქტებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნა დააყენეს მათ, მაშინ როდესაც თქვენ მათთან ერთად იყავით ქუჩის აქციებზე და ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამაზეც კი დავეთანხმეთ ერთი ყველაზე პატიოსანი დათქმით – მობრძანდით, თქვენივე თვალით, თქვენივე ხელით, თქვენივე იმ საშუალებით, რასაც კომისია აძლევთ მათ, გამოიძიეთ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 1%–იანი გადახრა იქნება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და გაყალბება ამ მიმართულებით, კი ბატონო ესეც ჩავატაროთ. ამის იქეთ ნაბიჯი ფიზიკურად არ არსებობს.

„ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა ამ მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა. ყოველთვის ისინი, თქვენ იცით ძალიან კარგად. თქვენ იცით ჩვენზე უფრო კარგად, იმიტომ რომ იქ იყავით. ყოველთვის ისინი ცდილობდნენ რომ ეს მაგიდა არათუ აეყირავებინათ, იქამდე არ მისულიყვნენ რეალურად, ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით იყვნენ სხვაგან. იქ, სადაც არიან დღეს. თავისი პროვოკაციული მოქმედებებით, მათ შორის, მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარის კონკრეტული მოქმედებებია, რაც მიუთითებს იმაზე რომ სახელმწიფო ჩააყენოს იმ მდგომარეობაში რომ სხვა გამოსავალი არ იყოს გარდა იმისა, რომ თავის თავი დაიჭიროს ნიკა მელიამ. აქ რომ მიდიოდნენ ახლა ამაზე ბევრი არგუმენტების მოყვანა გვჭირდება?! ეს ვიცით ყველამ. ამის იქეთ ნაბიჯები არ არსებობს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )