რეზონანსი
23.02.2021

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ რეჟიმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით საკუთარ თავს დაუსვეს წერტილი. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, რადგან უგულავას თქმით, მსგავსი ფაქტები უპატიებელი არ დარჩება.

„ციხე ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს. ნიკამ თითოეულ ჩვენთაგანს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრძოლის მაგალითი მოგვცა, ის მშვიდი და მტკიცე იყო. ჩვენი ვალია, დროშა არ დაეცეს ძირს. ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე. ამ როდიონოვმა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა სამწუხაროდ, დიდი ხანი ჩამოურეცხავი იქნება. ჩვენ დღეს, 15:00 სთ-ზე კანცელარიასთან ვიკრიბებით. გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს. პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე. დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ის, რაც მან გააკეთა, ასეთი რამეები უპატიებელი არ დარჩება“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )