რეზონანსი
23.02.2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენეთ, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )