რეზონანსი
23.02.2021

ჩვენ ხელისუფლებამ არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე. ყველა გზა თავად ჩახერგა, ყველა ხიდი თავად დაწვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, პარტიის ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დღეს ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

„ხელისუფლებას ჩვენი ერთიანობითა და ჩვენი სიმტკიცით ვაიძულებთ, რომ კომპრომისზე წავიდეს. ოპოზიცია როგორც აქამდე, დღემდე მოვიდა და ჩამოყალიბდა ერთიან ეროვნულ მოძრაობად და სწორედ ასე გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება. თუ ხელისუფლებას კიდევ სურს რაიმე შანსი იყოს, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ დავიწყებთ აქციებს, მოსახლეობას ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს, ჩვენ ახლა დავიძრებით მთავრობის ადმინისტრაციისკენ, სადაც მხარდამჭერებს დაველოდებით. ჩვენ ხელისუფლებამ არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე. ყველა გზა ჩახერგა თავად, ყველა ხიდი დაწვა თავად. ახლა იქნება პროტესტი, ძალიან მძლავრი პროტესტი და ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ დათანხმდეს იმ პირობებს, რომელიც ოპოზიციას გააჩნია.

ხელისუფლებამ დღეს ყველა ის წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც კი არსებობს. შტურმით აღებული „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ამ ხელისუფლებას არ შერჩება. იმიტომ, რომ ამით არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" შეუვარდა, შეუვარდა ყველა იმ ადამიანს სახლში, რომლისთვისაც თავისუფლებას და დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (23.02.2021)
ოეე უდუმოვ....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )