რეზონანსი
24.02.2021

თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თელავის საგზაო სამმართველოს ინჟინერმა, თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა.

„გომბორის უღელტეხილზე ტემპერატურა -12 გრადუსია. იმის მიუხედავად, რომ ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი, გზის შავი საფარის დიდი ნაწილი მოყინულია. ისედაც ღამით კომენდანტის საათია და გადაწყდა, რომ ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულიყო. ახლა ტექნიკა მობილიზებულია თელავი- ბაკურციხის მიმართულებით და გზის ამ მონაკვეთზეც თოვლის ყინვის გამო იყრება სილა და ტექნიკური მარილი. ასე გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში", - განაცხადა აბდულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )