რეზონანსი
25.02.2021

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩილ თალაკვაძემ და კახა კალაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის გაერთიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
---   (25.02.2021)
ცინიზმის მწვერვალი!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )