რეზონანსი
25.02.2021

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების დასაცავად - ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის მისაბაძია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როდესაც მას საფრთხე ემუქრება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან- დავით სერგეენკოსთან, ირაკლი ბერაიასთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასი წლის შემდეგ, საქართველო სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა, გრძელდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველო ბოლომდე მიიყვანს.

„მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება ხელოვნურად, მავთულხლართებით გაყო. ეს მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და დაინგრა ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო დროის, პროგრესის და ჰუმანიზმის წინააღმდეგ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )