რეზონანსი
25.02.2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად მიუდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო.

„მოლაპარაკებების პროცესი არა თუ პერსპექტიული, არამედ უალტერნატივოა, უბრალოდ პოლიტიკური პროცესი ვერ წარიმართება სხვაგვარად, თუ არ გვექნა დიალოგის შესაძლებლობა და მოლაპარაკება. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტორი, რომელიც უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, ის უბრალოდ განწირულია გარიყვისთვის საზოგადოების მხრიდან. საზოგადოების მოთხოვნაა სწორედ ის, რომ მოლაპარაკება აწარმოოს ყველა მხარემ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ თვალსაზრისით იმთავითვე განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად მიუდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო", - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )