რეზონანსი
25.02.2021

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია ჟურნალისტთან საუბრისას მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

„წუხელ, დაახლოებით 1-ის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი.

იქიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე ვაკეში, დავტოვეთ ერთი ადამიანი, მაგრამ, ცენტრალურ გზაზე ვეღარ ვბრუნდებოდით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, მოყინული იყო და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური.

პირველი საათზე ან უფრო გვიან, გამოჩნდა, სავარაუდოდ, იმ უბნელი 3 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი ჩემი მეუღლის ყოფილი მეზობელი იყო და მან იცნო. იგი ცდილობდა, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, მე ყურადღებას არ ვაქცევდი," - აღნიშნავს სანაია.

ამის შემდეგ, მისი თქმით, სანაიაზე დაიწყო ფიზიკური თავდასხმა. თავდამსხმელები სანაიას და ზოგადად მედიას ლანძღავდნენ, სანაიას კი ერთ-ერთი მათგანი მოუწოდებდა, რომ მისი სახე კარგად დაემახსოვრებინა.

ვახო სანაიას ფიქრობს, რომ თავდასხმა, სწორედ, მისი პროფესიიდან გამომდინარე განხორციელდა.

„აგრესია ჰქონდათ ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ," - აცხადებს იგი.

ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკური დაზიანება მის რძალსაც მიაყენეს.

იგი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის, რადგან ჩაერივნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში და სანაიას დაეხმარნენ მანქანაში დაბრუნებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
****   (25.02.2021)
ჯერ სადა ხართ მოღალატე ჟურნალისტებო წმ.მამა დავით გარეჯელის და 6000 მოწამის,ასევე მამა გაბრიელის რისხვა ხშირად დაგატყდებათ თავს,სანამ არ მოინანიებთ და წმინდა მამების სისხლით და ოფლით მორწყული მიწის გამყიდველებს არ გაემიჯნებით.

ნანა ალექსანდრიას მტყვნელი   (25.02.2021)
მოგიტყან ნაციონალური ოჯახი სანაია !


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )