რეზონანსი
25.02.2021

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო, ქობულეთის ზედა სამების საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გეგმური ტესტირების შედეგად, სკოლის ექვს პედაგოგს „კოვიდ-19" დაუდასტურდა. მოსწავლეებში ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მომდევნო 12-14 დღის განმავლობაში გააგრძელებს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ასევე ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )