რეზონანსი
25.02.2021

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტის გამოშვებას ზაფხულისკენ ელოდება.

„ასევე მე მაინც მგონია, რომ ეს ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც ალბათ გვიან გაზაფხულზე-ზაფხულში გამოჩნდება უკვე პირდაპირი მოქმედების წამლები", - განაცხადა გამყრელიძემ.

ის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ უნდა შეიქმნას ილუზია კორონავირუსის დამარცხების შესახებ.

„ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ (ამას ყოველთვის „მაგრამს" ვუმატებ) ეს თვითდამშვიდების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. არავითარი თვითდამშვიდება, რომ იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს, რაც ზაფხულში დავუშვით - შევიქმენით ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ შორია", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )