რეზონანსი
25.02.2021

სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება არჩილ თალაკვაძემ და მისმა უფროსმა უკვე ჩაიდინეს, როდესაც მოახდინეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, უზურპაცია გაუკეთეს ხელისუფლებას და დაგვიმყარეს დიქტატურა პოლიტიკური დაჭერებით, სპეცოპერაციებით, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ამიტომ მათ არამარტო უნდა შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები. ამ შემთხვევას შემიძლია, თალაკვაძეს ვუპასუხო ცნობილი ბიბლიური ჭეშმარიტებით, ნეტარ არიან მორწმუნენი. საიდან არის დარწმუნებული, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ალბათ არჩილ თალაკვაძისა და მისი უფროსობის ნაკლებად დახვეულ ტვინის უჯრედებში უნდა ვეძიოთ, თუმცა მეეჭვება, იქ რამე პოზიტიური ვიპოვოთ", - განაცხადა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
SOS   (25.02.2021)
ეს შენ ხარ ურწმუნო..გაუმაძღარი და შურით აღსავსე კაცი...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )