რეზონანსი
25.02.2021

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები აღარ იქნება.

აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მათ სამზადისი თბილისში წასასვლელად უკვე დაიწყეს.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში „თავისუფლების კვარტალი" 120-ე დღეა ფუნქციონირებს. ბათუმის „თავისუფლების კვარტალი" გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში თავისი ინფრასტრუქტურითა და იმ ხალხით, რომლებიც „თავისუფლების კვარტალს" წარმოადგენს - ბრძოლას თბილისში გააგრძელებს.

მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან „თავისუფლების კვარტალში" და პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (25.02.2021)
დადგმული უფასო სპექტაკლები...ღირს კი 20-50 ლარის მიღებით არეულობის მოწყობაში მონაწილეობის მიღება ბათუმელებო? გაიხსენეთ ასლანის დრო...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )