რეზონანსი
25.02.2021

პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა ვახო სანაიას თავდასხმის ფაქტს.

ის მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტს.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა.

სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ.

ვახოს და მის ოჯახს, უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და

არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი.

ასეთ დროს ვნახავთ, ვინ ვის ჩახედავს თვალებში და ვინ ვის სახეს დაიმახსოვრებს. ჩემი მხარდაჭერა ვახო სანაიას"- წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Giorgi   (25.02.2021)
არავინ არ იძახით რატო გაუსწორდნენ ამ დაქირავებულ ერის მოღალატე სანაიას ! საქართველოს. გაუმარჯოს პირველ რიგში ქართველებით


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )