რეზონანსი
25.02.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმიწევნით სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან, რომელმაც ახსნა, რომ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რომელსაც მიმართეს ნიკანორ მელიას ადვოკატებმა. ამის გასაჩივრების წესი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და სხვა კრიტერიუმებით, რომელიც სამართლებრივ ფარგლებს სცილდება.

„აქედან გამომდინარე, ალბათ პოლიტიკური შეფასებისას, გასათვალისწინებელია სამართლებრივი რეალობა და სამართლებრივი ფორმალური პროცედურების არსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს", - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ane   (25.02.2021)
Madloba GMERTS! simartle da samartali nel-nela magal safexurebze adis!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )