რეზონანსი
25.02.2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები დავის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებენ. უფლებადამცველებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო. ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ნიკა მელიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად სამართლებრივი მექანიზმების მოძებნა რთული არ იქნება.

"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება იქნა პოლიტიკურად მიღებული და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური. რეგულაციები, პროცედურები საიმისოდ, რომ თუნდაც ხვალვე იქნეს მისი პატიმრობა გაუქმებული, ამის შესაძლებლობას კოდექსი იძლევა. მოსამართლე ჩახნაშვილთან კვლავ შეიძლება მსგავსი ტიპის შუამდგომლობის დაყენება, ასევე, პროკურატურასაც შეუძლია, მსგავსი ტიპის შუამდგომლობით მიმართვა და ერთ დღეში შეიძლება მოხდეს განხილვა და საკითხის გადაწყვეტა იმდაგვარად, როგორც ამას საქართველოს ინტერესები ითხოვს,"- აცხადებს ბექა ბასილაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
--   (25.02.2021)
შენ SOS კი არა სუსი ხარ, თან ანაზღაურებით, მოკლედ "აგენტი" უფრო გაგებით "ბოზი"

SOS   (25.02.2021)
FULIS GORO ADVOKATEBO! Tqven MELIAZE METI DAMNASHAVEBI DA DASACHEREBI XART PIRVEL RIGSHI,yalbis mqmnelebo,damnashavebis damcvelebo! ARAADAMIANEBO!!!!!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )