რეზონანსი
25.02.2021

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან მოხდა.

imedinews- ის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )