რეზონანსი
25.02.2021

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურა თანმიმდევრულია.

„პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლიც კანონიდან გამომდინარეობდა, სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა.

პროკურატურა თანმიმდევრულია, მის მოქმედებებში, რადგან არც ერთ ეტაპზე, იმ პირობებში, თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა, მათ პატიმრობა არ მოუთხოვიათ. მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შესრულებაზე. დღესაც იმავეს ამბობს პროკურატურა! აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეა საუბარი და არა პატიმრობის პირობებში გირაოს პირობების შესრულებაზე. ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )