
ნათია მეზვრიშვილის გამოძიებით დადგინდა ის, რაც დადგინდა: რომ ნიკა მელია არის დამნაშავე. ორმაგი სტანდარტები ძალიან გამრავლდა ქართულ პოლიტიკაში, - ასე აფასებს ექსპერტი გიია აბაშიძე მთავრობის ამინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გააკეთა.
„თუ ნათია მეზვრიშვილს ოპოზიციაში გადაბარგება სურს, ეს პირდაპირ განაცხადოს“, - აცხადებს გია აბაშიძე.
„არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.