რეზონანსი
25.02.2021

როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს გაიარა უმძიმესი დღეები, იყო მარცხიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

„დღევანდელ დღეს, როცა სწორედ იუნკრებს, ამ ახალგაზრდებს პატივს ვცემთ აქ და მერე ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიებისთვის ნებისმიერ დროს, ამ ასი წლის განმავლობაში, უნდა ვთვლიდეთ, რომ უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა პოლიტიკური ამბიციები იყოს, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“, - განაცხადა სალომე სურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (25.02.2021)
მართალია. ნავალნიმ ქართველები მღრღნელებს-ვირთხებს შეადარა, ჩეჩნები კი ტარაკანებს. 2008 რუსეთს აგრესია და ქართველების ეთნიკური წმენდა გაამართლა. იგივე გააკეთა ყირიმის ანექსიის შემთხვევაში. დღეს კი ეს ბრიყვი "პატრიოტები" ნავალნის მხარდასაჭერ აქციებს აწყობენ. ნავალნი და მისი მსგავსი ნაციონალისტ/პოპულისტის ხელისუფლებაში მოსვლა პირველ რიგში საქართველოს ინტერესებში არ შედის. ქართველებს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ. დაავიწყდათ რომ "დემოკრატი" ელცინის რუსეთმა განახორციელა ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, და შევარდნაძეს თბილისის დაბომბვით დაემუქრა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )