რეზონანსი
25.02.2021

მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, სანქციებს პერსპექტივა არ აქვს!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის... ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება თანმიმდევრულია.

„პროკურატურა თანმიმდევრულია. ვთქვათ ჩემს პოზიციას უფრო შეესაბამება გია ბარამიძის პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი იმ წუთშივე დავაკავებდი, როგორც კი გადაცდა კანონსო. ამ შემთხვევაში, ჩემს თავს დავიმცირებ და ვიტყვი, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ისაა, რასაც ყველა უნდა დათანხმდეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )