რეზონანსი
26.02.2021

მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მოძ­რა­ო­ბა დრო­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო კა­ხე­თის რე­გი­ონ­შიც. მოქალაქე და­ვით მო­სი­აშ­ვი­ლი თე­ლა­ვი­დან თბი­ლის­ში მგზავ­რობ­და და ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვთქვა რომ ასე სა­შინ­ლად არას­დროს მიმ­გზავ­რია, და­ახ­ლო­ვე­ბით 3.5 სა­ა­თი ვი­ყა­ვი გზა­ში, და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან 5 კგ-ც და­ვი­კე­ლი - მჭირ­დე­ბო­და. თოვ­ლი, ნის­ლი, ყი­ნუ­ლი, პიკი იყო სა­გა­რე­ჯოს­თან შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე, ისიც კი გა­მე­ფიქ­რა რომ დავმთავ­რდი. აღ­მარ­თზე მან­ქა­ნე­ბი აქეთ იქეთ სრი­ა­ლებ­დნენ. ზოგი იქეთ, ზო­გიც აქეთ - ნუ მძღოლს ამას არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და, იდგა კო­ლო­ნა, იძუ­ლე­ბით გავ­ჩერ­დი მეც და დაძ­ვრი­სას ორი სრუ­ლი "კრუ­გიც" გა­ვა­კე­თე ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე , სრი­ალ-სრი­ა­ლით .

ამ­დე­ნ მან­ქა­ნებს ორი ეკი­პა­ჟი პატ­რუ­ლი გვპატ­რო­ნობ­და, არ ვიცი რო­მე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მათ­მა მოქ­მე­დე­ბამ გუ­ლიც კი ამი­ჩუ­ყა. სა­ში­ნელ ამინ­დში მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლე­ბი ისე ზრუ­ნავ­დნენ თი­თოე­ულ ავ­ტო­მო­ბილ­ზე: მძღო­ლებს აძ­ლევ­დნენ რჩე­ვებს, ხე­ლით იკა­ვებ­დნენ მო­ცუ­რე­ბულ მან­ქა­ნებს, აღ­მარ­თზე ას­ვლა­ში ხე­ლის მი­წო­ლით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... სულ 4 ადა­მი­ა­ნი და უამ­რა­ვი მო­ცუ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა...

ჩა­მოთ­ვლი­თა­გან არ­ც ერ­თი არ მგო­ნია მათი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა. ხოდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო გა­მე­ფიქ­რა, რამ­ხე­ლა შეც­დო­მაა ხოლ­მე ერთი არას­წო­რის გამო, მთე­ლი მუნ­დი­რის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა. არ ვიცი ვინ იყ­ვნენ მაგ­რამ ჩემ­გან უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამ ოთხე­ულს", - წერს მო­სი­აშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )