რეზონანსი
26.02.2021

მმართველ პარტიაში გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფოს 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დაპატიმრების გამო გარკვეული სახის სანქციები დაუწესოს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა წმინდა სამართლებრივი საქმეა, რასაც სანქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"აქ არის ორი საკითხი, ერთი სამართლებრივი, სადაც ხდება აბსოლუტურად კანონის შესაბამისი მოქმედებები. ამიტომ ეს ნიკა მელიას ხელშია, დარჩება საპატიმროში, თუ გადაიხდის გირაოს და გამოვა.

რაც შეეხება სანქციებს, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამიტომ ამის მოლოდინი არ არის," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სეერგეენკო ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებები არის არა სანქციებზე, არამედ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით:

"სანქციების შესახებ მე მოვისმინე ადამ კინზინერისგან, რომელიც ძალიან აქტიურად არის საქართველოს საკითხებში ჩართული, რომ სანქციები არ მოიაზრება, თუმცა ძალიან ცალსახად და ხისტად მოუწოდა ორივე მხარეს მოლაპარაკებისკენ,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლი   (26.02.2021)
სერგეენკო, არ გინდა ამდენი ბჟუტური, ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდი და ახლა ქოცების დასასრულს თავს ნუ იგიჟებ, უბრალოდ არ გიხდება. რაც შეეხება სანქციებს, ძალიან მალე იხილავთ მას! ასე, რომ დასპაკოინდით!!! ქვეყნის მოღალატეებო, ფულზე გაყიდულო ქოცსაცოდავებო!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )