რეზონანსი
26.02.2021

ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი - ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას.

იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის მოწოდებულია ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი დიალოგის გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია არ მოდის.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია ყოველთვის პროცესების რადიკალიზებას ცდილობს.

"ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი. ცხადია, ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება აქციის შინაარსა და მოთხოვნებს, ეს ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდულია და მას არა აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა და რადიკალიზაცია შეიტანონ. ვინც ეცდება თამაშის წესები ამ პრინციპებზე ააგოს, განწირული იქნება. ეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პერსპექტივას ვერასდროს მოიპოვებს", - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ლი   (26.02.2021)
მაშ და მტყუანის!!!

ბატისტვინა   (26.02.2021)
ვინც შენ პარლამენტში დაგდო იმის .......ბატისტვინა პარტიებში მოსახლება არ არის ? ან შენ რა იცი მოსახლეობა რას ფიქრობს ქოცებზე,პარლამენზე ხარ მიწებებული და გარეთ გამოსვლის გეშინიათ ხალხში...

ლალი   (26.02.2021)
და მაგ პარტიას რამდენი მომხრე ყავს მაგრამ მანამდე თვლა სად შეგიძლიათ უწიგნურებო და უნიათოებო

1234   (26.02.2021)
ძალიან სუსტები ხართ ოცნება.. ეს არის ერთი პარტიის პროტესტი, რომელიც გაყოფლია ფორმალურად 4 პარტიად.

...   (26.02.2021)
ეჰ რატი! როგორ შეგცვალა პარლამენტარის სტატუსმა, ფული ოხერია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )