რეზონანსი
26.02.2021

"ფორმულას" ტელეწამყვანის, ვახო სანაიას მეუღლე, თაუმნა ყურაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, როდესაც თავდამსხმელებმა ვახო სანაია იცნეს, აგრესია სწორედ ამას მოჰყვა.

„გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო ბრიგადისთვის 112-ში დაგვერეკა, მძღოლმა დარეკა 112-ში და ძალიან მალე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. მათაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ესე უკან მოწოლით რამენაირად ამოეყვანათ მანქანა პირველ აღმართზე.

რა თქმა უნდა ვახოც ეხმარებოდა მათ. ამ დროს შემოგარენში შევნიშნეთ სამი ადამიანი, შემდეგ მოგვიახლოვდნენ. მეც ჩამოვედი მანქანიდან, მეცნო ერთი ბიჭი და მითხრა თამუნა შენი წითელი მანქანით, რატომ არ ხარ. თავიდან პირბადეში და ქუდში ვერ მივხვდი ვინ იყო, შემდეგ ვიცანი, რომ ჩემი მეზობელი იყო.

რომ გადაწყდა, რომ მოწოლით ეს ამბავი არ მოგვარდებოდა, გადავწყვიტეთ მანქანის მობრუნება, პირველი აღმართი ამოვიარეთ ჩვეულებრივად", - განაცხადა თამუნა ყურაშვილიმა "TVპირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )