რეზონანსი
26.02.2021

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შემთხვევის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )