რეზონანსი
26.02.2021

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

წერილი აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.

„მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს.

ჩვენ გვაქვს მიზანი, ნება და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისში ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძლაისმიერი შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენს ჩვენს გვერდით, პარლამენტის წინ, ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა, ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 20 ივნისსაც და 23 თებერვლასაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებასა და თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვებისა და მათი მორჩილი პირებისგან ერთიანი და თავისუფალი სახელმწიფოს იდეას...", - აცხადებს მელია მხარდამჭერებისადმი გამოგზავნილ წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სოსო   (26.02.2021)
რა ჩიტიც ხარ, იმ გალიაში ზიხარ.

ნიკა მელიას დედის მუტელში და პირში მტყვნელი   (26.02.2021)
შენი და. შენი. მტყვნელი მებრძოლი. მიშა სააკაშვილის ნაბოზვარი დედა მოვტყან ! 2008 წელს მიშა ვნახე გორში მებრძოლი ! მაგის მიწის თხუნელა ოჯახი მოვტყან ! 2021ში შენ გნახე მებრძოლი შენი ბოზი ოჯახი მოვტყან ! ბურჯანაძე ხოშტარიას მუტელში რო იმალებოდი მოგიტყან ოჯახი !


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )