
ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის უფლებებს დაიცავს.
დღეს ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს, მათ შორის ნიკა გვარამიამ.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, მელია თავს მხნედ გრძნობს.
,,ვინერვიულე, განვიცდიდი რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია. მაინტერესებდა როგორს ვნახავდი, ნიკა მელია არ მინახვს ციხეში და არ არის ეს მარტივი, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან მხნედ დასვენებული, გამოძინებული, იუმორით და არ აქვს დაკარგული ის რწმენა, რაც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში.
მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიციაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ასე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელისუფლების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.