რეზონანსი
26.02.2021

შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი, შეთანხმებას კომპრომისები სჭირდება ორივე მხრისგან, მაგრამ დღეს ის ვითარება არ არის, რომ ოპოზიციამ ისაუბროს კომპრომისებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა კომპრომისზე წავა ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებისთვის, ვაშაძე პასუხობს:

„ყველაფერი გინდათ, რომ გითხრათ? არის ის, რაზეც შეიძლება ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ამას თქვენ არ გეტყვით, ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა და მერე. დაემატება მოთხოვნები, მაგალითად უცხოელი მოსამართლეების პანელი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ყველა პოლიტიკურ საქმეს, ამიერიდან შემდგომი 20 წლის მანძილზე განიხილავს, რომ პროკურატურამ არავინ გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, აი, მაგალითად ეს არის ერთი მაგალითი და სხვებს მერე ჩამოგითვლით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )