რეზონანსი
27.02.2021

ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი" ვერ ხედავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ აქტივისტების აზრს, მაგრამ თუ ეს ეხება კანონის დარღვევას, საუბარია მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაზე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი ზომა.

ამ ეტაპზე გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი" ვერ ხედავს და არ მიაჩნია აუცილებლად", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების საორგანიზაციო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ისინი სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ და პოზიციებს შეაჯერებენ.

მათივე განცხადებით, პროტესტი იქნება პერმანენტული და შესაბამისად, ბევრი აქტივობაა დასაგეგმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
შევწუხდით   (27.02.2021)
ესენი დღეს იქნება თუ ხვალ, არევენ სიტუაციას,ეგ დღისწესრიგი აქვთ უეჭველი. ქალიც სპეციალურად ამწვავებს სიტუაციას! ხოლო "ლელო"-ს ლიდერები ჩარჩები არიან, ელოდებიან,თუ კარგ წინადადებას მიიღებენ,საიდანაც ჯერ არს,ხელად გახტებიან გვერდზე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )