რეზონანსი
27.02.2021

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

„ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართულობას. გიდასტურებთ, რომ ყველა ჩვენი ბერკეტი და თანაპარტნიორი ჩართულია მისი გათავისუფლების პროცესში. ამ ეტაპზე ველოდებით კონკრეტული კონტურების გამოკვეთასა და გამოვლენას თუ როგორ და როდის გათავისუფლდება ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან“, - აღნიშნა თამთა გოგუაძემ.

მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრას ქართული მხარე დიდი ხანია ითხოვს. „ჩვენი ხმრიდან მზაობაა, რომ (IPRM) შეხვედრა გაიმართოს 5 მარტს, თუმცა ეს არაა საბოლოო თარიღი და ველოდებით საბოლოო დადასტურებას“, - აღნიშნა გოგუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )