რეზონანსი
27.02.2021

ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ მივლინება რა არის?! როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „მთავარი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ ვინ აკლდა მას ყველაზე მეტად, ნიკა მელიამ სწორედ თავისი შვილი სანდრო დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი საკუთარი მამისა და მისი მეგობრების ქმედებებით იამაყებს.

„ბოლო დღეები პარტიაში რომ ვიყავი დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის. ერთი რაც მამშვიდებს ისაა, რომ როცა გაიზრდება, youtube-ში ან google-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს, მგონია რომ იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც, ყველა ჩვენგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლებას და რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას ამაში ეჭვიც არ მეპარება. ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ (ოჯახმა) და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს, მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ივანე   (28.02.2021)
მოგიწევს მოგიწევს , ღარიბა იმის ჩიტი არა შენ გარეთ გამოგიშვან. და შენ ვის აინტერესებ აქ გეოპოლიტიკური საქმეები წყდება. რუსეთის დასმულ მინისტრებს დავალება აქვთ მოსკოვიდან გაფუჭონ ურთიერთობა მთელ სამყაროსთან რუსეთის გარდა. და შენით დაიწყეს :) ბევრ მოგისვამენ კიდე გვერდით. ჩახუტება გრძელდება რუსეთთან და ყველა მოწინაღმდეგე უნდა გაიკაფოს.... ირაკლი სერგოზე მეტ ცუდს ჩაიდენს ბიძინას თამადობით :))))) ბრიყვების პარადი გრძელდება აი უკვე 30 წელია :))))

ბათუმელი   (28.02.2021)
განცდა მაქვს,საბოლაოდ ოცნება კანონის ფარგლებში სამართლიანად დაგჭედავს მამაპაპურად.

👀   (28.02.2021)
ტვიტდაჯერებული უტვინო!!!

ბიხი   (27.02.2021)
მოგიწევს ...

ხუხა   (27.02.2021)
ეეხ შვილო


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )